FSGROUP ბუღალტერი
ბუღალტრული მომსახურების ღირებულება ერთ-ერთი პირველი შეკითხვაა, რომელსაც კომპანია მომსახურების შერჩევისას სვამს. თუმცა სწორი ფასის განსაზღვრა მხოლოდ კომპანიის ბრუნვის ან თანამშრომლების რაოდენობის მიხედვით ყოველთვის არ არის შესაძლებელი.
ორი ერთნაირი ბრუნვის მქონე კომპანიას შეიძლება სრულიად განსხვავებული სამუშაო მოცულობა ჰქონდეს. ერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს მცირე რაოდენობის ოპერაციები და მარტივი პროცესები, მეორე შემთხვევაში კი მრავალი მომწოდებელი, მომხმარებელი, მარაგები, წარმოება, იმპორტი, სხვადასხვა ხელშეკრულებები და რთული საგადასახადო საკითხები.
ამიტომ ხარისხიანი ბუღალტრული მომსახურების ფასი უნდა განისაზღვროს არა მხოლოდ კომპანიის ზომით, არამედ შესასრულებელი სამუშაოს რეალური მოცულობით და პასუხისმგებლობით.
როგორ ადგენს FSGROUP მომსახურების ღირებულებას?
როგორ განისაზღვრება ბუღალტრული მომსახურების ფასი?
მუდმივი ბუღალტრული მომსახურების ფასი პირდაპირ საათობრივი ტარიფით არ განისაზღვრება.
თუმცა მომსახურების ღირებულების შეფასებისას ვაანალიზებთ, რა სამუშაოების შესრულება იქნება საჭირო და რამდენი პროფესიული რესურსი დასჭირდება პროექტს:
- მენეჯერის ჩართულობა;
- უმცროსი მენეჯერის მონაწილეობა;
- ასისტენტის სამუშაო დრო;
- სხვა სპეციალისტების ჩართულობა საჭიროების მიხედვით.
მომსახურების დაწყებამდე ჩვენი მიზანია მაქსიმალურად დეტალურად გავიგოთ კომპანიის საქმიანობა:
- რა ტიპის ოპერაციები ხორციელდება;
- როგორ ხდება ინფორმაციის მოწოდება;
- რამდენად მოწესრიგებულია დოკუმენტაცია;
- რა სახის ფინანსური და საგადასახადო კონტროლი იქნება საჭირო;
- რა სირთულის საკითხები შეიძლება წარმოიშვას.
რაც უფრო დეტალური ინფორმაცია გვაქვს სამუშაოს დაწყებამდე, მით უფრო ოპტიმალური და სამართლიანი ფასის შეთავაზება შეგვიძლია მომხმარებლისთვის.
თუ შეფასების პროცესში ჩანს, რომ ინფორმაცია არასრულია, პროცესები არ არის ჩამოყალიბებული ან არსებობს შესაძლო დამატებითი („ფარული“) სამუშაოები, მომსახურების ღირებულება შეიძლება უფრო მაღალი განისაზღვროს ან დადგინდეს.
ეს მიდგომა საჭიროა იმისთვის, რომ FSGROUP-მა უზრუნველყოს როგორც თანამშრომლებისთვის სამუშაოს ხარისხიანად შესრულებისთვის საჭირო პირობები, ასევე მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდება.
ჩვენ გვჯერა, რომ ბუღალტრული მომსახურება არ არის მხოლოდ დეკლარაციების მომზადება, ჩანაწერების შესრულება და ანგარიშების წარდგენა. ხარისხიანი მომსახურება მოიცავს სააღრიცხვო პროცესების სწორ ორგანიზებას, ფინანსური ინფორმაციის კონტროლს და საგადასახადო რისკების შემცირებას.
ერთჯერადი კონსულტაცია
ერთჯერადი კონსულტაციის ღირებულებაა:
1 საათი - 100 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.
აღნიშნული ტარიფი ვრცელდება ერთჯერად საკონსულტაციო შეხვედრებზე.
ეს ღირებულება არ გამოიყენება იმ პროექტებზე ან მომსახურებებზე, რომელთა შესასრულებლად საჭიროა ერთი სრული სამუშაო დღე ან მეტი დრო. ასეთ შემთხვევებში მომსახურების ღირებულება განისაზღვრება სამუშაოს მოცულობისა და პროექტის სპეციფიკის მიხედვით.